loader

7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანი დედის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვანი დედის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა ცნობილია

კასპში 7 თვის შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვან დედას, ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, შეზღუდული შერაცხადობა დაუდგინდა. აღნიშნულ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით საუბარს თავს არიდებს მსჯავრდებული არასრულწლოვნის ადვოკატი ერმილე ჭეიშვილი. როგორც ის აცხადებს, ვინაიდან საქმე არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება და ამას გარდა, სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, დეტალებთან დაკავშირებით საუბრის უფლება არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, 7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით, ჩვილის არასრულწლოვანი, 16 წლის დედა 21 მაისს დააკავეს.