loader

"ალბათ, თვალში გეპატარავებით, თუ გინდათ, 5 კილოს მოვიმატებ და გამოვჩნდები კარგად..." - რას მოჰყვა კამათი გოცირიძესა და სესიაშვილს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ, თვალში გეპატარავებით, თუ გინდათ, 5 კილოს მოვიმატებ და გამოვჩნდები კარგად..." - რას მოჰყვა კამათი გოცირიძესა და სესიაშვილს შორის

საჯაროობის შეზღუდვა არასდროს ადგება საქმეს. რატომ აკეთებთ ამას, გეშინიათ, რომ გრიგოლ ლილუაშვილმა მწვავე შეკითხვებს ვერ გასცეს პასუხი? - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითაც პლენარულ სესიაზე სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატის, გრიგოლ ლილუაშვილის მოსმენის გარეშე კენჭისყრის საკითხი გააპროტესტა.

რომან გოცირიძის განცხადებით, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა მიმდინარეობდეს. აღნიშნულის პასუხად ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, რომ მათ საშუალება ჰქონდათ, გუშინ დილიდან დასწრებოდნენ კომიტეტს და მიეღოთ ინფორმაცია.

"ბატონო რომან, არ მინდა დიდაქტიკურად გამომივიდეს, მაგრამ პატივი ვცეთ საპარლამენტო ცხოვრებას, პატივი ვცეთ კოლეგებს. კომიტეტის სხდომა დაიწყო დილით. სამწუხაროდ, თქვენგან არავინ იყო წარმოდგენილი, საპირისპიროდ "ევროპული საქართველოსგან", - განაცხადა სესიაშვილმა.

სესიაშვილის ამ განცხადებას კი რომან გოცირიძისგან რეპლიკა მოჰყვა. "ეტყობა, თვალში გეპატარავებით, ვიყავი. თუ გინდათ, 5 კილოს მოვიმატებ და გამოვჩნდები კარგად", - განაცხადა გოცირიძემ.