loader

თურქეთის თავდაცვის მინისტრის სახელით გავრცელებულ რუკაზე, რომელშიც ბათუმი თურქეთის შემადგენლობაშია, თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თურქეთის თავდაცვის მინისტრის სახელით გავრცელებულ რუკაზე, რომელშიც ბათუმი თურქეთის შემადგენლობაშია, თურქეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს

საქართველოში თურქეთის საელჩო "ფეისბუქზე" შექმნილი ყალბი გვერდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის სახელით გახსნილი "ფეისბუქგვერდები" ყალბია.

"თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრის ბატონ ჰულუსი აქარის სახელით გახსნილია ყალბი ფეისბუქგვერდები, სადაც, პროვოცირების მიზნით, ვრცელდება მცდარი ინფორმაცია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიების, თურქეთის საზღვრებში მოქცევის შესახებ. ამ დრომდე დადასტურებულად ყალბი ფეისბუქგვერდებია:
გთხოვთ, არ მიიღოთ სარწმუნოდ ყალბი გვერდები ან პროვოკაციული პოსტები და დაეყრდნოთ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნული თავდაცვის სამინისტროსა და საელჩოს მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ ინფორმაციას",- წერია განცხადებაში, რომელიც თურქეთის საელჩომ გაავრცელა.