X
რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ "ახმეტელის თეატრთან" არასრულწლოვნის დაჭრისთვის დაკავებულ სერგო ოსმინკინს - კადრები სასამართლოდან
15:54 / 17-10-2019
მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ სერგო ოსმინკინს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კულულაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდა, ვინაიდან დაზარალებული არასრულწლოვანია.
სხდომის დახურვის შუამდგომლობა ბრალდების მხარემ დააყენა, რასაც დაცვის მხარეც დაეთანხმა.

დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა, დაცვის მხარემ კი დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენა.
ცნობისთვის, არასრულწლოვანი ორი დღის წინ შემთხვევითმა გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა.

მამაკაცი სამართალდამცველებმა ადგილზევე დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/109 მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ
სროლის ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - როგორ ჩაცხრილეს "კანონიერი ქურდის" თანამზრახველები მოსკოვში (+18)