loader

"ბატონო გიგა, ქუჩაში არ ხართ" - რომან კაკულიას ფრაზა, რომელმაც გიგა ბოკერია გააღიზიანა და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონო გიგა, ქუჩაში არ ხართ" - რომან კაკულიას ფრაზა, რომელმაც გიგა ბოკერია გააღიზიანა და სიტყვიერი დაპირისპირება გამოიწვია

პარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს უსმენდნენ, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიასა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

გიგა ბოკერიას გაღიზიანება რომან კაკულიას სიტყვით გამოსვლამ გამოიწვია, რა დროსაც კაკულია მინისტრს სერგეი ლავროვის შეხვედრასთან დაკავშირებით კითხვას უსვამდა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა გიგა ბოკერიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

"ბატონო გიგა, ქუჩაში არ ხართ", - მიმართა ჩუგოშვილმა ბოკერიას. ამის შემდეგ გიგა ბოკერიამ დარბაზი დატოვა.