loader

უმძიმესი ავარია ვაზისუბანში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 3 მანქანას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ავარია ვაზისუბანში, რომელიც მსხვერპლით დასრულდა - ავტომობილი ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა, შემდეგ კი 3 მანქანას

თბილისში, ვაზისუბანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ჯერ ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, ამის შემდეგ კი სამ მანქანას შეეჯახა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: თაზო ზარიძე