loader

ერთადერთი შიდა კადრები კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა - სრულიად განადგურებული საცხოვრებელი სახლი და ძლიერი აფეთქებით დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ერთადერთი შიდა კადრები კორპუსიდან, სადაც აფეთქება მოხდა - სრულიად განადგურებული საცხოვრებელი სახლი და ძლიერი აფეთქებით დაშავებულები

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველადი ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე, 16-სართულიან კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გურამიშვილის გამზირზე კორპუსში აფეთქების შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, დავით გურამიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა აფეთქება.