X
რამდენი კაცი იცავს ქუთაისის დაცარიელებულ პარლამენტის შენობას და რამდენი იხარჯება მათ ხელფასებში
14:57 / 21-10-2019
ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილ შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბის განთავსებასთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, ის, როდის შეიძენს ახალ ფუნქციას ამ დროისთვის დაკონსერვებული, 340-მილიონიანი შენობა, ჯერ კიდევ უცნობია.

„ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა სტადიაზეა საკითხზე მუშაობა, თუმცა, როგორც ირკვევა, შენობა ამ დრომდე პარლამენტის ბალანსზეა და ის შსს-ს ჯერ არ გადასცემია.
ამასთან, როგორც სააგენტოს შსს-ში განუმარტეს, ამ ეტაპზე უწყება საპოლიციო ჰაბის კონცეფციას ამუშავებს.

ინფორმაციისთვის, „ინტერპრესნიუსმა“ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან, ბოლო თვეების განმავლობაში, ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობის შენახვის ხარჯებიც გამოითხოვა. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 10 თვეში, რაც შენობას ფუნქცია აღარ აქვს, მხოლოდ დაცვაზე მისი შენახვა სახელმწიფოს თითქმის ნახევარი მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

კერძოდ, პარლამენტის სასახლის დაცვის შემადგენლობაზე გაწეულმა ხარჯმა 10 თვეში 493 234 ლარი შეადგინა. კონკრეტულად ქუთაისის პარლამენტს საშუალოდ 50 ადამიანი იცავს და მათზე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 15 ოქტომბრამდე შრომის ანაზღაურების სახით 485 945 ლარი გაიცა, სპეციალური უნიფორმის ღირებულებამ კი 7 289 ლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობამ მისი პირვანდელი ფუნქცია თითქმის ერთი წლის წინ, 2018 წლის დეკემბერში, კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის შემდეგ დაკარგა, რითაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელად კვლავ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობა განისაზღვრა. იმ პერიოდშივე დაანონსდა, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს საპოლიციო ჰაბი განთავსდებოდა.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ
სროლის ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - როგორ ჩაცხრილეს "კანონიერი ქურდის" თანამზრახველები მოსკოვში (+18)