loader

როგორია კაზინოში გაზით მოწამლული 4 გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორია კაზინოში გაზით მოწამლული 4 გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა? - ექიმის კომენტარი

გლდანში გაზით მოწამლული ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის ექიმმა ლალი გაბაიძემ განაცხადა, შემთხვევის შედეგად კლინიკაში 4 პაციენტი შეიყვანეს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

ცნობისთვის, თბილისში, გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა გლდანში, ერთ-ერთ კაზინოში მოხდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავტორი: ნათია ჩადუნელი

ასევე იხილეთ: გლდანში, კაზინოში გაზის გაჟონვის შედეგად 4 გოგონა მოიწამლა