loader

"შენ სად მიეთრევიო?.. აგინა და ეს ვერ მოუთმინა" - ზუგდიდში 82 წლის ბაბუამ 27 წლის შვილიშვილი დაჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შენ სად მიეთრევიო?.. აგინა და ეს ვერ მოუთმინა" - ზუგდიდში 82 წლის ბაბუამ 27 წლის შვილიშვილი დაჭრა

ზუგდიდში, სოფელ დარჩელში ბაბუა შვილიშვილის დაჭრის ბრალდებით დააკავეს. დაჭრილ ახალგაზრდას შესაბამისი სამედიცინო დახმარება ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აღმოუჩინეს. ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მას დაზიანება სავარაუდოდ, ბასრი საგნით აქვს მიყენებული.

ფაქტზე 80 წელს გადაცილებული მამაკაცია დაკავებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა და 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახური დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ვიდეო: რუსთავი 2