loader

ტრაგედია გარდაბანში - მშობლებმა 10 თვის ჩვილი გარდაცვლილი ნახეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტრაგედია გარდაბანში - მშობლებმა 10 თვის ჩვილი გარდაცვლილი ნახეს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში 10 თვის ჩვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა 10 თვის ბიჭი დილით გარდაცვლილი ნახეს. როგორც კლინიკა ,,რუსთავში" აცხადებენ, ბავშვი საავადმყოფოში შეყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო. წინასწარი დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად მენინგიტი სახელდება. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.