loader

სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სატვირთო მანქანაში 39 ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი

ესექსის ტრაგედიაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, სატვირთო ავტომობილი, რომელშიც 39 ცხედარი იპოვეს, ბრიტანეთში ბელგიის საპორტო ქალაქ ზეიბრუგიდან შევიდა. ჯერჯერობით პოლიციას გარდაცვლილთა ვინაობა არ დაუდგენია, თუმცა, მათი ცნობით, 25 წლის მძღოლი, სახელად მორის რობინსონი, ჩრდილოეთ ირლანდიიდანაა. ცნობები მისი დაკავების შესახებ CNN-ს მორის რობინსონის მამამ დაუდასტურა.

როგორც ჩრდილოეთ ირლანდიის ადგილობრივი საბჭოს წევრი აცხადებს, რობინსონი „არაჩვეულებრივი ოჯახიდანაა“. ოთხშაბათს ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადარმა ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, რომ თუ დადგინდა, რომ სატვირთო მანქანამ ირლანდიაში გაიარა, გამოძიება ჩატარდება.

შეგახსენებთ, გუშინ ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა.