loader

სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 39 ცხედრის ეროვნება გაირკვა - ესექსის ტრაგედიის ახალი დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სატვირთო მანქანაში ნაპოვნი 39 ცხედრის ეროვნება გაირკვა - ესექსის ტრაგედიის ახალი დეტალები

ადამიანები, რომელთა ცხედრებიც ესექსში, სატვირთო ავტომობილში აღმოაჩინეს, ჩინელები არიან. ინფორმაციას "ბი-ბი-სი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, პოლიცია აგრძელებს 25 წლის მძღოლის, მო რობინსონის დაკითხვას, რომელიც მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში ეროვნულმა კრიმინალურმა სააგენტომ ორ სახლში რეიდი განახორციელა "ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების გამოვლენის მიზნით".

შეგახსენებთ, გუშინ ბრიტანეთის პოლიციამ სატვირთო მანქანაში 39 ცხედარი აღმოაჩინა.