loader

19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვის გამო 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვის გამო 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

სამხრეთ ბანგლადეშის სასამართლომ 19 წლის გოგონას ცოცხლად დაწვის გამო 16 ადამიანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

19 წლის გოგონამ, ნუსრან რაფიმ ისლამური სკოლის მასწავლებელი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც მას ადამიანთა ჯგუფი თავს დაესხა და ცოცხლად დაწვა.
საქმის მთავარი პროკურორის თქმით, მოძალადეთა მიმართ უმაღლესი ზომის სასჯელის მისჯა სამართლიანი გადაწყვეტილებაა და ბანგლადეშში სამართლის აღსრულებას ვერავინ გაექცევა. ნუსრან რაფის ძმა, მაჰმუდულ ჰასანი მედიასთან აცხადებს, რომ ის განაჩენით "ბედნიერია".

"ყველამ მიიღო ამ დანაშაულში მონაწილეობა. ახლა ამის შედეგს იმკიან", - განაცხადა ჰასანმა.

ნუსრან რაფის მკვლელობამ ბანგლადეშში მთელი ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები გამოიწვია. მოგვიანებით, პრემიერმა სეიხ ჰასინმა პირობა დადო, რომ საქმე უმოკლეს ვადებში იქნებოდა გამოძიებული.