loader

"ყელის კიბო უშველის..." - რა დაწერა ბერას გაკრიტიკების საპასუხოდ არქიმანდრიტმა რაჭველიშვილზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყელის კიბო უშველის..." - რა დაწერა ბერას გაკრიტიკების საპასუხოდ არქიმანდრიტმა რაჭველიშვილზე

არ­ქი­მან­დრიტ­მა ბარ­თლო­მე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა უცხო­ეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თველ სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვილს ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­ტი­კა არ აპა­ტია.
"აი, რაჭ­ვე­ლიშ­ვილს ყე­ლის კიბო უშ­ვე­ლის" - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ფე­რიც­ვა­ლე­ბის მა­მა­თა მო­ნას­ტრის წი­ნამ­ძღვა­რი სოპ­რა­ნოს პო­ზი­ცი­ას, რო­მელ­მაც ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ამა­ზო­ნის ტყის გა­და­სარ­ჩე­ნად მი­ლი­ო­ნის გა­და­რი­ცხვა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

კო­მენ­ტა­რის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ არ­ქი­მან­დრიტს პი­რად გვერ­დზე შე­უ­რა­ცხმყო­ფელ კო­მენ­ტა­რებს უწე­რენ. თუმ­ცა, თა­ვად კო­მენ­ტა­რის მსგავ­სი ფორ­მუ­ლი­რე­ბა წყევ­ლად არ გა­ნი­ხი­ლა და სხვა პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში და­წე­რა:

"რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი არ და­მი­წყევ­ლია! უბ­რა­ლოდ და­ფიქ­რდეს, რომ სხვას, მას­ზე ახალ­გაზ­რდას არ ას­წავ­ლოს, რა აკე­თოს. მორ­ჩეს ის­ტე­რი­ას… არც მი­სურ­ვე­ბია, უშ­ვე­ლის-თქო! კარ­გად სიმ­ღე­რა სუ­ლაც არ ნიშ­ნავს მის კარგ ადა­მი­ა­ნო­ბას. ეთ­ქვა, გა­მი­ხარ­და ბე­რას ეს ქველ­მოქ­მე­დე­ბაო და კი­დევ უფრო გა­მი­ხარ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თო" - წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.