loader

"ვკვდები, ვერ ვსუნთქავ. დედა და მამა, მიყვარხართ" - სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარის აღმოჩენის საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვკვდები, ვერ ვსუნთქავ. დედა და მამა, მიყვარხართ" - სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარის აღმოჩენის საქმეზე ახალი დეტალები გაირკვა

ცხედრების აღმოჩენის საქმეზე, პოლიციამ მეოთხე ეჭვმიტანილი დააკავა. 48 წლის ჩრდილოეთ ირლანდიელი ლონდონის სტანსტედის აეროპორტში დააკავეს. მანამდე დაკავებული 3 ადამიანიდან ორი ჩეშირის საგრაფოს ქალაქ უორინგტონის მკვიდრია, მესამე კი ასევე ჩრდილოეთ ირლანდიელი, სატვირთო ავტომობილის 25 წლის მძღოლი.

შეგახსენებთ, ესექსის საგრაფოში სატვირთო მანქანის კონტეინერში​ 31 კაცისა და 8 ქალის ცხედარი 23 ოქტომბერს აღმოაჩინეს. სამართალდამცველების განცხადებით, გარდაცვლილებს შორის 38 ზრდასრული, ერთი კი არასრულწლოვანია. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი ადამიანები ჩინეთიდან არიან.