X
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა - შემთხვევა მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა
11:03 / 29-10-2019
მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მგზავრი დაიღუპა, მძღოლი კი დაშავდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მეორე მანქანაც, შემხვედრი მიმართულებით მოძრავი "ჰონდაც" მონაწილეობდა, რომელიც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბორდიურს შეეჯახა. დაშავდა ერთი მგზავრი. შეჯახების გამო დაზიანდა კიდევ ერთი მანქანა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.





ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
ყველაფერი, რაც ერაყში განადგურებულ ამერიკულ ბაზაზე ვიცით, რომელსაც ირანმა დაარტყა და რა რეაქციები გამოიწვია მომხდარმა მსოფლიო ლიდერებში
ირანელი რეჟისორების ექვსი კინოშედევრი, რომლებიც მათ ქვეყანასა და ხალხს სხვა კუთხიდან გაგაცნობთ
2020 წლის 3 იანვარს ირანელი გენერალ-მაიორის ესკორტს საჰაერო დარტყმა მიაყენა