loader

ქაოსი და არეულობა ჩილეში: დემონსტრანტებმა მეტროსადგურს ცეცხლი წაუკიდეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქაოსი და არეულობა ჩილეში: დემონსტრანტებმა მეტროსადგურს ცეცხლი წაუკიდეს

ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ათიათასობით ადამიანი ისევ აქციებს მართავს. დემონსტრანტები პრეზიდენტ სებასტიან პინეტას გადადგომას მოითხოვენ. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა 8 მინისტრი გადააყენა, დემონსტრანტები აცხადებენ, რომ "საკმარისია, ნიშნავს, რომ საკმარისია".

მიმდინარე თვეს, ჩილეში მიმდინარე მასობრივი დემონსტრაციები პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. "სი-ენ-ენის" ცნობით, შეტაკებების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანია გარდაცვლილი.

ცნობისთვის, ჩილე არათანაბარი შემოსავლების დონით, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. დემონსტრანტები სოციალურ უთანასწორობას, მაღალ ფასებს და ქვეყანაში არსებულ კორუფციას აპროტესტებენ.