loader

უმძიმესი ტრაგედიის კადრები ქობულეთიდან, სადაც ავარიის დროს 2 მოსწავლე დაიღუპა, 4 კი დაშავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმძიმესი ტრაგედიის კადრები ქობულეთიდან, სადაც ავარიის დროს 2 მოსწავლე დაიღუპა, 4 კი დაშავდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები არასრულწლოვნები არიან.

ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. არაოფიციალური ცნობით, მანქანაში მსხდომი არასრულწლოვნები კლასელები არიან.
რაც შეეხება ოთხ დაშავებულს, ისინი ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან მოთავსებულნი. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა, დაშავებულთა შორის ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, ხოლო ორი ახალგაზრდის - სტაბილური.

ზაალ მიქელაძის თქმით, მსუბუქ ავტომობილში ერთი ასაკის, 18 წლამდე ახალგაზრდები იმყოფებოდნენ.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.


წყარო: