X
სად მიდის ფული, რომელსაც ყოველდღიურად ლიფტში ყრით - სრულიად გაუკონტროლებელი 61 მილიონი ლარი წელიწადში
17:58 / 29-10-2019
თბილისში არსებული უამრავი პრობლემის გარდა, დღემდე აქტუალურია ლიფტების საკითხიც. გარდა იმისა, რომ საბჭოთადროინდელმა მაღალსართულიანმა შენობებმა დედაქალაქის იერსახე დაამახინჯა, მოსახლეობას ყოველდღიურად და ხანდახან დღეში რამდენჯერმე უწევს ერთ თავსატეხზე ფიქრი: მუდმივად თან ჰქონდეთ 10 ან 20-თეთრიანი მონეტები.

ერთი შეხედვით, დღეში ერთხელ ან ორჯერ ჩაგდებული 10 და 20-თეთრიანი სერიოზულ ხარჯს არ წარმოადგენს. ფასიანი ლიფტებიდან ამოღებული თანხა ძირითადად მის მომსახურებას, შეკეთებასა და ელექტროენერგიის ყოველთვიურ საფასურს ხმარდება. იმ შემთხვევაში, თუ ლიფტს ძვირად ღირებული ნაწილი გაუფუჭდა, შესაძლოა, კერძო კომპანიამ თანხის დამატება მცხოვრებლებსაც სთხოვოს. თუმცა აქ მთავარი პრობლემა ის არის, თუ რამდენად კეთილსინდისიერები არიან ლიფტების კომპანიები, როდესაც ამ თანხას იღებენ.

თუკი ლიფტები გაუმართავია, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, სად მიდის ლიფტის ყუთებში ჩაყრილი მობინადრეების ფული?
როგორც CA international-ის გენერალური დირექტორი სანდრო შელია გვეუბნება, თბილისში დაახლოებით 17 000 ლიფტია, რომელშიც ხურდის ჩასაყრელი ყუთია დამონტაჟებული.

ქალაქში არ არსებობს სამსახური, რომელიც ლიფტების ექსპლუატაციის ვადასა და მათ გამართულობას შეამოწმებს და არ არსებობს უწყება, რომელიც პასუხს გაგვცემს კითხვაზე - სად მიდის თბილისის ათასობით მოსახლის მიერ ლიფტის მეტალის ყუთში ჩაყრილი მილიონობით ლარი.

ტეგები:
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
"არაფერი არ მიცხოვრია, განადურებული ვარ" - რას ჰყვება 22 წლის ხაშურელი ქალი, რომელმაც ტყუპი გოგონა გააჩინა, შინ დაბრუნებულს კი მეუღლე გარდაცვლილი დახვდა
ვინ არის ქართველი მხატვარი, რომელმაც კოსმოსში გამოფენა მოაწყო - ნახეთ უნიკალური ვიდეომასალა სტრატოსფეროდან
ჩხუბი და დასისხლიანებული მონაწილეები რუსულ არხზე - პოლიციამ სტუდიაშივე დააკავა მამაკაცი, რომელსაც 14 წლის გოგონას შეცდენას აბრალებენ
სროლის ვიდეო, რომელიც შაქრო კალაშოვის დაჭერის საფუძველი გახდა - როგორ ჩაცხრილეს "კანონიერი ქურდის" თანამზრახველები მოსკოვში (+18)