loader

"შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა ბაზა" - შსს-ს ბრიფინგის ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა ბაზა" - შსს-ს ბრიფინგის ჩანაწერი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის 9 თვეში, სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის პასუხისგებაში მიეცა 152 პირი, რომელთაგან 114 პირი მხილებულ იქნა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის დანაშაულში.

როგორც ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ცაციაშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია სქესობრივი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა.