loader

მძიმე ავარია მუხიანში - ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა, დაღუპულია 1 ადამიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია მუხიანში - ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა, დაღუპულია 1 ადამიანი

მუხიანის გადასახვევთან ერთმანეთს 7 ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითად მოსიარულე მოხუცი ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ „პალიტრავიდეოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაახლოებით 3 ადამიანია დაშავებული. ერთ-ერთი დაზიანებული ავტომობილი კი ყვითელი სამარშრუტო ტაქსია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ავტორი: თაზო ზარიძე