loader

"არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი, გამიგეთ" - მეუფე გრიგოლი ჟურნალისტების კითხვაზე, სმენია თუ არა აქამდე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი, გამიგეთ" - მეუფე გრიგოლი ჟურნალისტების კითხვაზე, სმენია თუ არა აქამდე მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებულ ბრალდებებზე

თუ ეკლესიები არ დაცხრა, ნებისმიერი აზრი შეიძლება კიდევ უფრო დამამძიმებელი იყოს, - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ფოთის საკათედრო ტაძარში კოლხეთის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღესთან დაკავშირებით გამართული საზეიმო წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მას უჭირს იმის თქმა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ჭყონდიდის ეპარქიაში.

„თუ ეკლესიები არ დაცხრა, ნებისმიერი აზრი არსებულ, ისედაც რთულ ვითარებაში შეიძლება კიდევ უფრო დამამძიმებელი იყოს. შემინდეთ, მაპატიეთ“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე, მეუფე პეტრეს მიერ გაჟღერებული ბრალდებების შესახებ თუ სმენია აქამდე, უპასუხა: „არ შემიძლია ამაზე ლაპარაკი, გამიგეთ”.