"დედას რომ უმიზეზოდ გაგინებენ და თან გცემენ, რომელი ქართველი კაცი მოითმენს?!" - ახალი დეტალები რწმუნებულის შვილის დაჭრის საქმეზე
12:51 / 02-11-2019
დაკავებულის ოჯახი მირზაანის გამგებლის შვილის კობა თარაშვილის გავლენებზე მიუთითებს. მათი განცხადებით, თარაშვილი დაკავებულის კუთვნილ საწყობში მივიდა და ორი ტომარა ხორბლის უსასყიდლოდ წაღება უნდოდა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოყვა. დაკავებულის მეუღლე ქმრის გათავისუფლებას ითხოვს.
"ჩემი ქმარი უდანაშაულოა, იმ კაცს მფარველები ჰყავს და უნდოდა ჩემი ქმრისთვის წაერთმია ხორბალი. მივიდნენ სცემეს და შერაცხყოფა მიაყენეს, როგორ თუ ფული გვთხოვე ხორბლის საყიდლადო. ორნი ყოფილან, ერთი მირზაანის რწმუნებულის შვილია. ალბათ, მფარველები ჰყავს. მთელი სოფელი ფეხზე დადგება, აქციებს დავიწყებთ, გამოუშვან ჩემი ქმარი. მოკვლა რომ სდომოდა მხარში კი არა სხვა ადგილას ესროდა", - აცხადებს დაკავებულის მეუღლე.