loader

"მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა" - ბიძინა ივანიშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიმაჩნია, რომ ჩვენი ცივილიზაციის ყველაზე დიდი მიღწევა არა კოსმოსური ხომალდები და დიდი გამოგონებები, არამედ ქართული სუფრაა" - ბიძინა ივანიშვილი

"დიდმა ილიამ თქვა, საკმარისი არ არის, კაცი მეცნიერი იყოს, ამასთანავე, იგი კარგი კაციც უნდა იყოს, თამაზ ტყემალაძე ნამდვილად ასეთია, - განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ცნობილი პუბლიცისტის, ფილოლოგისა და ჟურნალისტის, ღირსების ორდენის კავალერის, თამაზ ტყემალაძის 70 წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოზე თავის მისალოც სიტყვაში. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გამართულ საიუბილეო საღამოს ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად დაესწრო.

პუბლიცისტიკასა და მეცნიერებაში თამაზ ტყემალაძის დამსახურებებზე საუბრისას ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ დამსახურებებს ემატება კიდევ ერთი - თამაზ ტყემალაძე ერთ-ერთი გამორჩეული თამადაა და ძალიან ლამაზად მიჰყავს სუფრა.