loader

"აქ ბანდის წევრები არ არიან, აქ არიან ჩემი ოჯახი და მეგობრები" - ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერი აქცია ბათუმში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აქ ბანდის წევრები არ არიან, აქ არიან ჩემი ოჯახი და მეგობრები" - ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის მხარდამჭერი აქცია ბათუმში

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები ბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან აქციას მართავენ და კონსულთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, უნდა მოხდეს განმარტება, რატომ არის მინდია ლავასოღლი დაკავებული. მათივე ინფორმაციით, მინდია ლავასოღლი თურქეთის საპატიმროში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

"ჩემი ძმა მძიმე პირობებშია. იგი საქართველოს მოქალაქეა. აქ ბანდის წევრები არ არიან, აქ არიან ჩემი ოჯახი და მეგობრები. მე გუშინ ჩამოვფრინდი თურქეთიდან. ჩემი ძმა გაურკვეველ სიტუაციაშია. ჩემგან ელოდება პასუხს. გამცენ პასუხი, რატომ ზის ერთი წელია", - განაცხადა ლავასოღლის დამ.