loader

მეუფე პეტრეს ბრიფინგის სრული ჩანაწერი - "უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეუფე პეტრეს ბრიფინგის სრული ჩანაწერი - "უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები"

ვაპირებ დაწყებული ბრძოლის გაგრძელებას ეკლესიის გაჯანსაღებისათვის, არსებული პრობლემების მოგვარების პროცესის დასაწყებად, - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, მეუფე პეტრემ "მორიგი ჭორი" უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მღვდელმსახურების გაგრძელებას საბერძნეთის ეკლესიაში აპირებს.

"ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ. ჭორებს აღარ გავცეთ პასუხი", - აღნიშნა პეტრე ცაავამ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, აპირებს თუ არა, რომ დაემორჩილოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებას, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დატოვების შემდეგ შიომღვიმეში განმწესდეს.