loader

კადრები ფოთიდან, სადაც სატვირთო მანქანა გადაბრუნდა და სატვირთოდან საწვავი იღვრება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები ფოთიდან, სადაც სატვირთო მანქანა გადაბრუნდა და სატვირთოდან საწვავი იღვრება

ფოთში სატვირთო მანქანა გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულს გულმკერდის ტრავმა და თავზე ჭრილობა აღენიშნება.

სატვირთო მანქანიდან იღვრება საწვავი და სამართალდამცველები გამვლელებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ავტორი: მაიკო ძაგანია