loader

საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც მანქანა-მაცივრით 41 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის, 6 არასრულწლოვანი გადაჰყავდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბერძნეთში ქართველი მძღოლი დააკავეს, რომელსაც მანქანა-მაცივრით 41 არალეგალი მიგრანტი, მათ შორის, 6 არასრულწლოვანი გადაჰყავდა

"სქაი ნიუსის" ინფორმაციით, ქართველი მძღოლი, რომელიც გუშინ საბერძნეთში არალეგალი მიგრანტების გადაყვანისთვის დააკავეს, პოლიციაში იკითხება. მედიის ცნობით, მანქანა-მაცივარში დამალული მიგრანტები სირიიდან, ირანიდან და ავღანეთიდან არიან, რომლებიც ევროკავშირში ცდილობდნენ შეღწევას. 6 მათგანი არასრულწლოვანია.

მანქანა, ბულგარეთის სანომრე ნიშნებით, საბერძნეთში თურქეთიდან შევიდა. 8 მიგრანტი სუნთქვითი პრობლემებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, მას არალეგალი მიგრანტები გადაჰყავდა.