loader

განგაშის სიგნალი და ევაკუაცია ბათუმის "ჰილტონში" - თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

განგაშის სიგნალი და ევაკუაცია ბათუმის "ჰილტონში" - თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს

ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში", თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის დაწყებამდე საევაკუაციო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც კონფერენციის მონაწილეებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

როგორც "ჰილტონის" ადმინისტრაციაში განაცხადეს, განგაშის სიგნალის ჩართვა სამზარეულოში დაკვამლიანებამ გამოიწვია.

მათივე თქმით, შენობაში ყოფნა უსაფრთხოა და საგანგაში არაფერია.

ბათუმში, 10:00 საათზე, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის გახსნაა დაგეგმილი. ღონისძიებას ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, ალიანსის სხვა მაღალჩინოსნები და ამერიკელი კონგრესმენები უნდა დაესწრონ.