loader

"ხელები "სკოჩით" ჰქონდა შეკრული და სკამზე იყო დაბმული" - რეპორტაჟი დედოფლისწყაროდან, სადაც 61 წლის ქალი მოკლული და ნაწამები იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხელები "სკოჩით" ჰქონდა შეკრული და სკამზე იყო დაბმული" - რეპორტაჟი დედოფლისწყაროდან, სადაც 61 წლის ქალი მოკლული და ნაწამები იპოვეს

დედოფლისწყაროში 61 წლის ქალის მკვლელობის მიზეზად ახლობლები და მეზობლები ყაჩაღობას განიხილავენ.

მოკლული თამარ სეფიაშვილის მეზობლები „ინტერპრესნიუსთან" აცხადებენ, რომ 61 წლის ქალი საკუთარ სახლში იპოვეს. მას წებოვანი ლენტით ხელები ჰქონდა შეკრული და სკამზე იყო დაბმული. მათივე ინფორმაციით, ოთახები არეული იყო, ხოლო ფანჯრის მინები - ჩამსხვრეული.

აღნიშნულ ვერსიას განიხილავენ მოკლული ქალის ოჯახის წევრებიც, თუმცა რა არის სახლიდან წაღებული, კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იყო ყაჩაღობა. სხვა რა უნდა ვიფიქროთ? სახლი არეულია, ქალი მოკლული. არაფერი ვიცით, რა წაიღეს. ადგილზე ისევ პოლიცია მუშაობს", - განაცხადა გარდაცვლილის თანასოფლელმა ზაზა ალადაშვილმა.

61 წლის ქალს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის გურჯაანის საექსპერტო ბიუროში ჩაუტარდა.

ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ავტორი: ნათია წითელაური
Palitravideo.ge, კახეთი