loader

უბედურ შემთხვევას ბათუმში 30 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა - კადრები ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უბედურ შემთხვევას ბათუმში 30 წლამდე ახალგაზრდა ემსხვერპლა - კადრები ადგილიდან

ბათუმში მშენებლობიდან 30 წლამდე მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა. როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მედიკოსებს ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.

მამაკაცი სამშენებლო სამუშაოებს კიროვისა და ბესიკის ქუჩების კვეთაზე ახორციელებდა. იგი მეათე სართულიდან გადმოვარდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ახალგაზრდა ამწიდან ჩამოვარდა.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ მშენებლობას კომპანია "გიგორი" ახორციელებს. უწყებაში ამბობენ, რომ შენობა მერიას ჩაბარებული არ აქვს და მუშები ფასადის შეღებვით სამუშაოებს ახორციელებდნენ.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების შერულებისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


ავტორი: მარიკო კეკელიძე