loader

"ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს" - კახა კალაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, არ მახსოვს" - კახა კალაძე

სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ფილმთან "და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, სამართალდამცველები ყველა ადამიანის უსაფრთხოებას დაიცავენ.

„შს სამინისტრომ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ადამიანის უსაფრთხოება დაცული იქნება. სად მაქვს ფილმის დრო, ბოლოს ფილმი როდის ვნახე და კინოში როდის ვიყავი, ნამდვილად არ მახსოვს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება, რის საპროტესტოდაც გარკვეულ ჯგუფებს საპროტესტო აქციები აქვთ დაგეგმილი.