loader

რა ხდება ამ წუთებში კინოთეატრ "ამირანთან", სადაც რამდენიმე საათში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება უნდა დაიწყოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ამ წუთებში კინოთეატრ "ამირანთან", სადაც რამდენიმე საათში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება უნდა დაიწყოს

კინოთეატრ "ამირანთან" და მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველებს კინოთეატრის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.

რაც შეეხება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიას, აქ ყვითელი ავტობუსებით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი, ავტომანქანების სადგომი კი პოლიციის ლენტითაა შემოსაზღვრული.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური, რეჟისორ ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" საპრემიერო ჩვენება თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში დღეს გაიმართება. აღნიშნული ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ "ქართული მარში", ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები და სასულიერო პირები.