loader

კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია დაიძაბა - პირდაპირი ეთერი ადგილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კინოთეატრ "ამირანთან" სიტუაცია დაიძაბა - პირდაპირი ეთერი ადგილიდან

კინოთეატრ "ამირანთან" სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწება, ისინი სპეციალური საშუალებებით, მათ შორის ფარებით არიან აღჭურვილნი. ისინი კინოთეატრის შესასვლელთან განლაგდნენ.

პოლიციელები აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ კინოთეატრში შესვლას ცდილობენ.

ამ დროისთვის "ამირანთან" დაძაბული სიტუაციაა. რამდენჯერმე კინოთეატრის შესასვლელისკენ პიროტექნიკა ისროლეს.