loader

"დავაი ნა***" - დავით ბერძენიშვილს "ქართული მარშის" წევრები გამოეკიდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დავაი ნა***" - დავით ბერძენიშვილს "ქართული მარშის" წევრები გამოეკიდნენ

კინოთეატრ „ამირანთან" „რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მისული დავით ბერძენიშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა. მას კომენტარის გაკეთებაში ხელს ჯერ შეძახილებით უშლიდნენ, ამის შემდეგ კი აქციის ერთ-ერთი მონაწილე მას ფიზიკურად გაუსწორდა.

დავით ბერძენიშვილი ტერიტორიიდან პოლიციამ გაარიდა.

კინოთეატრ „ამირანთან“ „ქართული მარშის“ და ლევან ვასაძის მხარდამჭერები იმყოფებიან. ისინი ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერის ჩაშლას ცდილობენ.