loader

ბათუმში, კინოთეატრთან ერთი პირი დააკავეს - აქციის მონაწილემ კინოთეატრთან მისულ ფილმის მაყურებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბათუმში, კინოთეატრთან ერთი პირი დააკავეს - აქციის მონაწილემ კინოთეატრთან მისულ ფილმის მაყურებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა

ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“ პოლიციამ ერთი პირი დააკავა. აქციის მონაწილემ კინოთეატრთან მისულ ფილმის მაყურებლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილე შემთხვევის ადგილზე იგინებოდა და ილანძღებოდა. დაკავებულს გამოძიება წვრილმან ხულიგნობას ედავება, იგი სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ამ წუთებში კინოთეატრ „აპოლოსთან“ საპროტესტო აქცია დაიწყო, აქციის მონაწილეები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვებთ" ჩვენებას აპროტესტებენ.