loader

მძიმე ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე: ადგილზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი - პირველი კადრები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე ავარია რუსთავი-ლილოს გზაზე: ადგილზე გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი - პირველი კადრები

ლილო-გაჩიანის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთ ავტომანქანაში მსხდომი მცირეწლოვანი ბავშვი და შუახნის ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულია 5 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანა. ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ამ დროისთვის გაჩიანი-ლილოს მაგისტრალზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ორი ადამიანი, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილითაა აღძრული.



ვიდეო: Info rustavi