X
პროკურატურამ 20-21 ივნისის საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო
20:06 / 11-11-2019
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად სცნო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

„2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 600-ზემეტიპირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომა ისე გახსნა, რომ არც ერთი სიტყვა არ უთქვამს სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლაზე - რაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ
რას ამბობს იმ სალობიეს მფლობელი, რომელშიც გასულ ღამეს სალომე ზურაბიშვილი ლობიოს ჭამდა
მომენტი, როცა სოხუმში "კანონიერი ქურდები" ჩაცხრილეს - ვიდეოთვალის კადრები
"მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის რომ კიევში ჩამოვიდნენ" - გუბაზ სანიკიძე და ვალერი გელბახიანი კიევში მიხეილ სააკაშვილთან ერთად გიორგობას აღნიშნავენ