loader

მამაკაცმა, რომელიც ამბობდა, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" გაშვების შემთხვევაში, სახლში ცოცხალი არ მივიდოდა, პარლამენტთან თმა შეიჭრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცმა, რომელიც ამბობდა, რომ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" გაშვების შემთხვევაში, სახლში ცოცხალი არ მივიდოდა, პარლამენტთან თმა შეიჭრა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა. აქციის მონაწილეებთან ერთ-ერთი მოქალაქე მივიდა და თმა შეიჭრა. მისი განცხადებით, პატრიარქს შეურაცხყოფას აყენებენ და ამას აპროტესტებს. მოქალაქემ მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვა. ინციდენტი პარლამენტის უკანა შესასვლელთან მოხდა.

ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადმოინაცვლეს. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა "სირცხვილია" და ისინი პარლამენტისგან პროპორციული არჩევნების შესახებ კანონპროექტის დამტკიცებას ითხოვენ.