loader

"ხმამაღალი საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ..." - რა საუბარი შედგა დაპირისპირებულ დეპუტატებს შორის შესვენებაზე, კენჭისყრის გადადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხმამაღალი საუბარი გამოგვივიდა, მაგრამ..." - რა საუბარი შედგა დაპირისპირებულ დეპუტატებს შორის შესვენებაზე, კენჭისყრის გადადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე

პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

„მათთან შეთანხმებით გთავაზობთ, რომ კენჭისყრა გადავდოთ ხვალისთვის, ვინაიდან ჯერ კიდევ რჩება აზრთა სხვადასხვაობა უმრავლესობის შიგნით და ვფიქრობ, ეს იქნება გონივრული გადაწყვეტილება, რომ დღეს კენჭისყრა რისკის ქვეშ არ დადგეს.

უმრავლესობის ლიდერს ვთხოვ, ხვალისთვის გააკეთოს მობილიზაცია. ხვალ გვექნება კენჭისყრა ამ საკითხზე, სხდომას დავიწყებთ ამ საკითხით. მანამდე უმრავლესობის სხდომა არის მოთხოვნილი და გვეცოდინება უკვე განახლებული ინფორმაცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კონსულტაციები არჩილ თალაკვაძეს გია ვოლსკისთან, მამუკა მდინარაძესთან, ირმა ინაშვილთან, სერგი კაპანაძესთან და რომან გოცირიძესთან ჰქონდა.