პეკინის ქუჩისა და ცინცაძის ქუჩის კვეთაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“ ქვეითად მოსიარულეს შეეჯახა. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს.