loader

"მიყვარხარ, საქართველო" - პატრიარქის სიტყვები ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიყვარხარ, საქართველო" - პატრიარქის სიტყვები ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს

მიყვარხარ, საქართველო, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მეტეხის ხიდზე ბრძანა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მიმდინარეობს.

პატრიარქმა "მიყვარხარ, საქართველო" სამჯერ გაიმეორა.

მეტეხის ხიდზე, მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად საზეიმო პარაკლისი გადაიხადა. მოწამეთა ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე იმყოფებიან სხვადასხვა ეპარქიების უმაღლესი სასულიერო წარმომადგენლები. მათ შორის არიან: ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი, გორისა და ატენის მიტროპოლიტი მეუფე ანდრია და ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი.

ასი ათასი ქართველი სარწმუნოებისთვის ჯალალედინის ბრძანებით 1227 წელს ეწამა. მათ მეტეხის ხიდზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და უფლის ხატების შეურაცხყოფა და სარწმუნოების გამოცვლა მოსთხოვეს. უარის მიღების გამო მათ თავები მოკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

ასევე იხილეთ: პატრიარქი მეტეხის ხიდზე, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს - კადრები უმონტაჟოდ