loader

"ბატონო ბიძინა, არ გაბედოთ ამ იდეის ჩაგდება, თორემ იმაზე მტკივნეულად მოგიწევთ ხელისუფლების დატოვება, ვიდრე გეგონათ" - საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბატონო ბიძინა, არ გაბედოთ ამ იდეის ჩაგდება, თორემ იმაზე მტკივნეულად მოგიწევთ ხელისუფლების დატოვება, ვიდრე გეგონათ" - საპროტესტო აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან

“ქართული ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს, მოძრაობა “შეცვალეს” და "სირცხვილიას" წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ისინი საყვირებით აპროტესტებენ და ითხოვენ უმრავლესობისგან, რომ დაპირება შეასრულოს და ქვეყანა მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე გადავიდეს.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: “პროპორციული საარჩევნო სისტემა”.

“თქვენ ხართ ნაყიდი, ნაყიდი გაქვთ მანდატები და ფულით ხართ შესულები პარლამენტში. ხელი არ შეუშალოთ ისტორიულ გადაწყვეტილებას“,- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

„სირცხვილიას“ წევრები არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების თაობაზე კანონპროექტის მიღებას მოითხოვენ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ პროექტს ჩააგდებენ, „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების დატოვება ბევრად ადრე და მტკივნეულად მოუწევს.

„დიდი სირცხვილია, რომ ამ შენობაში წყდება სრულიად გაუგებარი ადამიანების მიერ, საქართველო ევროპისკენ წავა თუ რუსეთისკენ. ბიძინა ივანიშვილმა მორიგი პერფორმანსი დადგა და მაჟორიტარების საშუალებით ცდილობს, რომ პროპორციული არჩევნების იდეა ჩააგდოს. ჩვენი ქვეყანა და ბევრი თაობა ცდილობდა იმას, რომ მივსულიყავით პროპორციულ არჩევნებამდე. ბატონო ბიძინა, არ გაბედოთ ამ იდეის ჩაგდება, თორემ იმაზე ბევრად ადრე და მტკივნეულად მოგიწევთ ხელისუფლების დატოვება, ვიდრე გეგონათ“, - განაცხადა მაქარაშვილმა.

პარტიის ოფისის შესასვლელთან სამართალდამცველებიც არიან მობილიზებულნი.