loader

რატომ გამოჩნდა სპეცრაზმის მანქანები თბილისის შესასვლელში - შსს მოკლე კომენტარს აკეთებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ გამოჩნდა სპეცრაზმის მანქანები თბილისის შესასვლელში - შსს მოკლე კომენტარს აკეთებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში სპეცრაზმის მობილიზების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც შსს-ში ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას განაცხადეს, ადგილი ჰქონდა გეგმიურ როტაციას.

„ეს იყო ჩვეულებრივი როტაცია, რომელსაც არაფერთან კავშირი არ აქვს. მოხდა საპოლიციო ძალების ჩანაცვლება“, - განაცხადეს შსს-ში.
ინფორმაციისთვის, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს: „პარლამენტში საშვებს არ უშვებენ, ზაჰესიდან სპეცრაზმი შემოჰყავთ!

პარლამენტში კი ”თავისუფალი” კენჭისყრა იწყება“.