loader

"მოდის 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს" - სააკაშვილის ვიდეომიმართვა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოდის 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს" - სააკაშვილის ვიდეომიმართვა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეებს მობილიზაციისკენ მოუწოდებს. სააკაშვილის თქმით, როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა.

"ერთი რამე ვიცი, მოდის მალე გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს არანაირი ლეგიტიმურობა აღარ აქვს. ასე რომ, ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგვივა", - განაცხადა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კანონპროექტი ჩააგდო.