loader

სახელმწიფო ჰიმნი და განათებული ტელეფონები - ემოციური წუთები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სახელმწიფო ჰიმნი და განათებული ტელეფონები - ემოციური წუთები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მომდინარეობს. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები და მოქალაქეები პარლამენტში იმ კანონპროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა.

"სირცხვილიას"წარმომადგენლები მოქალაქეებს პარლამენტის წინ მისვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. ისინი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მისამართით სკანდირებენ - "წადი".

ამასთან, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლა დააანონსეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. აქციაზე შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

ამ დროისთვის რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაკეტილია.

ავტორი: ლაშა ჯავახიშვილი