loader

კიევში ქართველი "კანონიერი ქურდი" "ლაშა ოჩამჩირსკი" დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კიევში ქართველი "კანონიერი ქურდი" "ლაშა ოჩამჩირსკი" დააკავეს

კიევში ქართველი "კანონიერი ქურდი" "ლაშა ოჩამჩირსკი" დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყება საკუთარ "ფეისბუქ"-გვერდზე აქვეყნებს დაკავების კადრებსაც.

უკრაინელი სამართალდამცეველების ინფორმაციით, "ლაშა ოჩამჩირსკი" უკრაინის ტერიტორიაზე საკუთარი გავლენის გავრცელებას ცდილობდა. 2017 წლამდე ის საერთაშორისო ძებნილი იყო ევროკავშირის ტერიტორიაზე ბანდების შექმნის, ადამიანების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის.

უწყების ინფორმაციითვე, კრიმინალურ სამყაროში ის "მოსამართლის" სტატუსით სარგებლობს და სხვადასხვა ქვეყნის კრიმინალურ ავტორიტეტებთან მეგობრული ურთიერთობა აქვს.