loader

საბოლოოდ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გუშინდელ აქციაზე? - მსოფლიო მედია საქართველოს შს სამინისტროსგან სრულიად განსხვავებულ ციფრს ასახელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბოლოოდ, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გუშინდელ აქციაზე? - მსოფლიო მედია საქართველოს შს სამინისტროსგან სრულიად განსხვავებულ ციფრს ასახელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციაზე 5500 ადამიანი იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას უკმაყოფილება მოჰყვა აქციის მონაწილეების მხრიდან [იხილეთ ვიდეო].

თბილისში მიმდინარე მოვლენებს მსოფლიო მედიაც ეხმაურება, სადაც სულ სხვა ციფრებზეა საუბარი. "როიტერსის" ცნობით, საქართველოს დედაქალაქში 20 000 ადამიანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვს, მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა დაპირებული საარჩევნო რეფორმა ჩააგდეს. გამოცემა ევროსაბჭოსა და ამერიკის საელჩოს განცხადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორები ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებენ, იპოვონ გამოსავალი.

"სი-ბი-ესის" ინფორმაციით, თბილისში ბოლო წლების მანძილზე ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა. მათი თქმით, 20 000-ზე მეტი ადამიანი მთავრობის გადადგომას და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მოითხოვდა. მათივე ცნობით, ოპოზიციურმა პარტიებმა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართულ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ უპრეცედენტო ერთიანობა გამოიჩინეს.
"ათასობით ქართველი თბილისის ქუჩებში აქციებს მართავს მას შემდეგ, რაც კანონმდებლებმა შეპირებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა ჩააგდეს", - ამის შესახებ "ასოშიეთიდ პრესი" წერს. მათივე თქმით, მმართველი პარტიის მიერ დაპირების არშესრულებამ ათასობით ადამიანი ქუჩებში გამოიყვანა.
"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, თბილისში მიმდინარე არაძალადობრივ აქციაზე ნატოს, ევროკავშირის და საქართველოს დროშები ფრიალებს. მათივე თქმით, ათასობით ადამიანი მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ მართული "ქართული ოცნების" მიერ შეპირებულ რეფორმას მოითხოვს, რომელიც კანონმდებლებმა ჩააგდეს. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ საპროტესტო აქცია რუსთაველზე მას შემდეგ დაიწყეს, რაც საქართველოს პარლამენტმა საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებული დაპირებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა, ჩააგდო.

ფოტო ყდაზე: "ბლუმბერგი"
გიორგი ლორია, ნუკა კეკელია, გიორგი ახალაია