loader

აფხაზეთში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც რუსული ავიაციაც ვერ აქრობს - დაკვამლიანება ქალაქებშიც შეინიშნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აფხაზეთში ძლიერი ხანძარი მძვინვარებს, რომელსაც რუსული ავიაციაც ვერ აქრობს - დაკვამლიანება ქალაქებშიც შეინიშნება

აფხაზური მედიის ცნობით, სოხუმის, გაგრის, ტყვარჩელის და გუდაუთის თავზე დაკვამლიანება შეინიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას, შესაბამის ვიდეომასალასთან ერთად, "სპუტნიკ აფხაზია" ავრცელებს.

ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივ ძალებთან ერთად, რუსული ავიაციაც ჩართულია. აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო სამინისტროს ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან ხანძარი ტყის დიდ მასივებზეა გავრცელებული და მძიმე დაკვამლიანების გამო ავიაციას ადგილებთან მიახლოება უჭირს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციათა სამინისტრომ ცეცხლის პირველი კერების შესახებ 10 ნოემბერს განაცხადა. 15 ნოემბერს ცეცხლის ჩასაქრობ სამუშაოებში რუსული ავიაცია ჩაერთო.